ჩეხეთის რესპუბლიკა ღრმა შეშფოთებას გამოხატავს რუსეთის მხრიდან “მცოცავი ოკუპაციის” გამო
ჩეხეთის რესპუბლიკა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის მიერ ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლზე, რომელიც მას დანარჩენი საქართველოსაგან ჰყოფს, სადემარკაციო სამუშაოების ჩატარების გამო. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.
„ხაზგასმით ვგმობთ ამ უკანონო მოქმედებებს, რომლებიც მნიშვნელოვან სირთულეებს უქმნიან გამყოფი ზოლის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას, უფრო ართულებენ კონფლიქტის მოგვარების მიზნით სამშვიდობო ძალისხმევას და ნეგატიურად მოქმედებენ მთლიანად რეგიონში უსაფრთხოების სიტუაციაზე. ჩეხეთის რესპუბლიკას მიაჩნია სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელ ნაწილად და გამოთქვამს სრულ მხარდაჭერას მისი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს დამოუკიდებლობის მიმართ”, – ნათქვამია ჩეხეთის რესპუბილიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.