საოკუპაციო ხაზის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების გამო პან გი მუნი შეშფოთებას გამოთქვამს

გაეროს გენერალური მდივანი შეშფოთებას გამოთქვამს საოკუპაციო ხაზის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების გამო.
პან გი მუნის სახელით გაკეთებული განცხადება მისმა პრესმდივანმა გამოაქვეყნა, აღნიშნული ინფორმაცია კი, საქართველოში “გაეროს სახლმა” გაავრცელა. “გაეროს გენერალური მდივანი შეშფოთებულია საოკუპაციო ხაზის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების გამო, რამაც შეიძლება ნეგატიური გავლენა იქონიოს მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. გენერალური მდივანი მოუწოდებს ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ისეთი ნაბიჯებისგან, რაც შეიძლება პროვოკაციულად ჩაითვალოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის პროცესში. გენერალური მდივანი ვითარების განმუხტვის მიზნით მხარეებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის გამოყენებას ურჩევს”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები