რეგიონული განვითარების პროგრამის საქმიანობა დადებითად შეფასდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით რეგიონული განვითარების პროგრამაზე მომუშავე უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფის გაფართოებული შეხვედრა გაიმართა.
სამინისტროს ინფორმაციით, კომისიის შეხვედრაზე „2015-2017 წლების საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამის“ მიმდინარეობა და 6 თვიანი ანგარიში განიხილეს.
პროგრამის ფარგლებში უწყებების მიერ გატარებული სამუშაოები დადებითად შეფასდა, ხოლო გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად სათანადო ღონისძიებები დაიგეგმა.
ზემოთ აღნიშნული რეგიონული განვითარების პროგრამა რამდენიმე სამინისტროს პროგრამულ ღონისძიებათა ერთობლიობას წარმოადგენს. მისი განხორციელების ეფექტიანობის მონიტორინგის მექანიზმების შექმნა მთავარი წინაპირობაა ევროკავშირის საბიუჯეტო და სექტორული დახმარების პროგრამის მე-2 ფაზის ინიცირებისთვის, რომელიც ევროკავშირის მხრიდან 26 მლნ ევროს საბიუჯეტო და 4 მლნ ევროს ტექნიკურ დახმარებას ითვალისწინებს.
რეგიონული განვითარების პროგრამის წარმატებით განხორციელება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს დაბალანსებულ და მდგრად სოციალ-ეკონომიკურ განვითარებაში. იგი ხელს შეუწყობს ქვეყნის რეგიონების ეკონომიკური განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნას და მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები