თეა წულუკიანი: ბევრი კარგი საქმე კეთდება, მაგრამ ამას სჭირდება ელემენტარულად ხალხამდე მიტანა

ბევრი კარგი საქმე კეთდება, თუმცა სამინისტროები და მთავრობა ამ რეალობის საზოგადოებამდე მიტანას ვერ ახერხებენ, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა “პალიტრატვ”-ის გადაცემა “პროვოკატორში” განაცხადა.

“ორწელიწადნახევარში ვერ გამოსწორდებოდა ყველაფერი, ის საშინელი შეცდომები, რაც 9 წლის განმავლობაში დავუშვით – ეს წარსულიდან გამომდინარე ობიექტური გარემოებაა. მეორე, რაც უკვე ჩვენი ბრალია – ძალიან ბევრი კარგი საქმე კეთდება, მაგრამ ამას სჭირდება ელემენტარულად ხალხამდე მიტანა, რასაც ვერ აკეთებს მთავრობა და ეს არის ჩვენი სისუსტე. პიარის იმდენად დიდი დოზა იყო წინა ხელისუფლების დროს და იმდენი ნაცარი შეაყარეს ხალხს თვალებში, რომ ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა გვითხრა, მთავარია საქმე გააკეთეთო. ამან კონტრსიტუაციაში, სხვა სიტუაციაში გადაგვაგდო. “პიარი” “ნაციონალების” ხელში გახდა ცუდი სიტყვა, არადა “პიარი” არის ის, რაც საშუალებას გაძლევს ადამიანს უთხრა, რას აკეთებ. ახლა ძნელია უკვე ამ ტემპის აკრეფა, ამიტომაც ხალხში არის ბევრი გაურკვევლობა, თუმცა კარგი საქმე ბევრი კეთდება”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები