არჩილ თალაკვაძე ანდრო ბარნოვის ქმედებას სამარცხვინოს უწოდებს და მას წარსულს ახსენებს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ანდრო ბარნოვის ე.წ საზღვართან, ქართული დროშების ჩამოხსნის გამო გამოხატულ პროტესტს გამოეხმაურა.

როგორც მინისტრის მოადგილემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა, ბარნოვი ცდილობდა, რომ თავი პატრიოტად წარმოედგინა.

ამასთან, შს მინისტრის მოადგილემ ბარნოვს კოდორის ხეობიდან გამოქცევა შეახსენა და განაცხადა, რომ მან და იმდროინდელმა ხელისუფლებამ ხეობა სამარცხვინოდ მიატოვეს.

“ანდრო ბარნოვი დღეს მოიქცა სამარცხვინოდ, ის ცდილობდა თავი წარმოეჩინა პატრიოტად და იქცეოდა გაუაზრებლად. შეეცადა ჩვენი პოლიციის რეპუტაცია შეელახა. უმოქმედობაში რომ ადანაშაულებს ჩვენს ხელისუფლებას, რა უნდა გაგვეკეთებინა, იარაღი გამოგვეყენებინა. ბარნოვი და მისი ხელისუფლება არ იყო, კოდორის ხეობა რომ სამარცხვინოდ მიატოვეს, დროშები და ყველანაირი ტექნიკა, შეიარაღება დატოვეს და გამოიქცნენ იქედან”? – არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები