„მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ბომბები არ დაგვეცემა თავზე“

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ბომბები არ დაგვეცემა თავზე.

როგორც მინისტრმა “პალიტრა ტვ”-ის გადაცემა “პროვოკატორში” სტუმრობისას განაცხადა, საოკუპაციო ხაზის გადმოწევა სანერვიულოა, მაგრამ ომის საშიშროება არ არსებობს.
“სანერვიულო არის ის, რომ აგრესორი, რომელსაც უკავია ჩვენი ქვეყნის ტერიტორია, ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მოიწევს. როგორც ჩანს, მისი მიზანია, იქ, სადაც, თავის დროზე, იყო ავტონომიური ოლქის ხაზი, დაარჭოს თავისი თათი თუ დავარქვათ ბანერი. როგორ შეიძლება ეს არ იყოს სანერვიულო, მაგრამ თუ სანერვიულოში იგულისხმება ის, რომ შეიძლება ქვეყანაში ომი ატყდეს, ამის საშიშროება არ არის. მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ბომბები არ დაგვეცემა თავზე. ამიტომაც არის ეს მთავრობა ორწელიწადნახევარია რთულ მდგომარეობაში – თან პრაგმატულად, გონივრულად უდგება საკითხებს და იჩენს სიფრთხილეს, თან სახელმწიფოს აძლიერებს, თან ევროპულ გზაზე მიიწევს და სტაბილურობას ინარჩუნებს. ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინც ბევრი უბედურება, ბევრი მსხვერპლი გავიარეთ. ყველანაირი სტაბილიზაციისთვის, მშვიდობისთვის შექმნილი საფრთხე არის ჩვენი სახემწიფოებრივი განვითარებისთვის შექმნილი საფრთხე, ანუ ჩვენი მიზანია, რომ სტაბილურობა შევინარჩუნოთ ქვეყანაში და განვვითარდეთ”, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები