“პოზიცია” ე.წ. სამხრეთ ოსეთის “საზღვართან” ბანერების აღმართვას რეგიონში დესტაბილიზაციის მაპროვოცირებელ ფაქტად აღიქვამს

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“ა.წ. 10 ივლისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჭოსანსა და წითელუბანთან ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ბანერების აღმართვის ფაქტს გმობს და აღნიშნული მიმართულებით რუსეთის მიერ წარმოებულ პოლიტიკას სამხრეთ კავკასიის რეგიონში დესტაბილიზაციის მაპროვოცირებელ ფაქტად აღიქვამს.
ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, გურამ ადამაშვილის თქმით, რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებით, რომლის გაგრძელებაც 10 ივლისს მომხდარი ფაქტიცაა, ირღვევა როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, ასევე იმ ადამიანთა უფლებები, რომლებიც ე.წ. საზღვრის მიმდებარე სოფლებში ცხოვრობენ და რომელთა სახნავ-სათესი მიწები თუ საძოვრებიც რუსების მიერ გავლებული საზღვრების მიღმა რჩება. გურამ ადამაშვილის თქმით, ვითარება მწვავეა, თუმცა უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განაგრძოს საერთაშორისო თანამეგობრობისა და ორგანიზაციების ძალისხმევით პრობლემის მოგვარება და არცერთ ვარიანტში არ იფიქროს სამხედრო კონფრონტაციის გზით საკითხის გადაწყვეტა, როგორც ამას ადგილი ჰქონდა წინა ხელისუფლების დროს, 2008 წელს, რომლის მემკვიდრეობიდან გამომდინარეც, დგას სწორედ დღევანდელი პრობლემები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები