მანანა კობახიძე: რუსეთის პროვოკაციას არამც და არამც არ უნდა წამოვეგოთ

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე რუსი მესაზღვრეების მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. საზღვართან ქართული დროშის ჩამოხსნას კარგად დაგეგმილ პროვიკაციას უწოდებს.
მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ყველა მოკავშირე ქვეყანა და საერთაშორისო საზოგადოება, ბრიუსელი, ვაშინგტონი, ევროკავშირი, ეუთო, ჟენევის თანათავმჯდომარეები აქტიურად ჩართულნი იყვნენ ამ საკითხთან მიმართებაში.
„აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ეს დღეებია, მთავრობა, პარტლამენტი ძალიან ინტენსიურად მუშაობს. გაცხადებული იქნა, რომ ეს არის ის სამწუხარო პროვოკაცია, რაც ძალიან უნდა რუსეთის ხელისუფლებას, რაზეც არამც და არამც არ უნდა წამოვეგოთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ყველა ჩვენი მოკავშირე ქვეყანა და საერთაშორისო საზოგადოება, ბრიუსელი, ვაშინგტონი, ევროკავშირი, ეუთო, ჟენევის თანათავმჯდომარეები იყვნენ აქტიურად ჩართულნი ამ საკითხთან მიმართებაში. არამც და არამც არ უნდა გვქონდეს აგრესიული რიტორიკა და არ გვინდა „ურა პატრიოტიზმი“, რომელიც ჩვენთვისვე იქნება დამღუპველი“, – განაცხადა მანანა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები