დავით ნარმანია მოსკოვის მერის თბილისში დაპატიჟების თემას გამოეხმაურა

თბილისში, ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე მოსკოვის მერის სერგეი სობიანინისთვის მოწვევის გაგზავნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას დედაქალაქის მერი დავით ნარმანია გამოეხმაურა.

როგორც მან დღეს ჟურნალისტებს აღნიშნულთან დაკავშირებით საუბრისას განუცხადა, მოსკოვში ოფიციალური მოწვევა არ გაგზავნილა.

„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ მოწვევა მოსკოვში არ გაგზავნილა“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერია უარყოფს ინფორმაციას, რომ მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე დასასწრებად მოიწვია.

როგორც თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, ოლიმპიადაში მონაწილეობას მიიღებენ რუსი სპორტსმენები, თუმცა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების, მათ შორის, მოსკოვის მერის სახელზე არანაირი მოწვევა არ გაგზავნილა. მოსკოვის მერის სახელზე მოწვევის გაგზავნას უარყოფს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც. თბილისის მერიის პრესსამსახურში კი ამბობენ, რომ ამ თემასთან დაკავშირებით განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებენ.

არსებული ინფორმაციით, დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ თავისი მოსკოველი კოლეგა სერგეი სობიანინი თბილისში, ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე დასასწრებად მოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები