პრემიერ-მინისტრმა ხობში პლასტმასისა და ბეტონის ფილების საწარმო გახსნა – ფოტოკოლაჟი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხობში პლასტმასისა და ბეტონის ფილების საწარმო გახსნა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, პროექტი პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში” ფარგლებში განხორციელდა და მისი მშენებლობა 2 მილიონი ლარი დაჯდა.
მშენებლობის ეტაპზე დასაქმებული იყო 50 ადგილობრივი მცხოვრები. საწარმოს ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ მუდმივად დასაქმებულთა რაოდენობა 30 იქნება.
ქარხანაში იწარმოება პლასტმასის ყუთი, წებო-ცემენტი, სამშენებლო ბლოკი, ბეტონის დეკორატიული ფილა, ბეტონის დეკორატიული ღარები, ბლოკი და ბორდიურები. შპს ” ფიგარო” უახლოეს მომავალში კიდევ რამდენიმე საწარმოს გახსნას გეგმავს.