თბილისის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად მოსკოვში გამართულ აუქციონზე 500 ათასი ევრო შეგროვდა

ზურაბ წერეთლის გალერეაში 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის დროს დაზარალებულთა დასახმარებლად საქველმოქმედო საღამო “თბილისის მეგობრები” გაიმართა.
ღონისძიების ინიციატორი მომღერალი მირანდა მირიანაშვილი იყო. დაზარალებული თბილისელების მხარდასაჭერად ხელოვნების, კინოს, ტელევიზიის და ესტრადიის, ბიზნესელიტის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, მათ შორის რუსეთში ქართველთა კავშირის პრეზიდენტი მიხეილ ხუბუტია იმყოფებოდა. ღონისძიების სტუმრები იყვნენ ნანი ბრეგვაძე, თამარ გვერდწითელი, ნატალია მამალაძე, ეთერ ბერიაშილი, სოფიკო შევარდნაძე, ქსენია სობჩაკი, ვლადიმერ პოზნეტი, ინგებორგ დაპკუნაიტე, ალიონა დოლეცკაია, მაქსიმ ვიტორგანი, ალექსეი ვენედიქტოვი, ლიუდმილა ნარუსოვი და სხვები.
საღამოს ფარგლებში აუქციონი გაიმართა, რომელზეც დაახლოებით 500 ათასი ევრო შეგროვდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო “რუსეთში ქართველთა კავშირის” პრეზიდენტმა მიხეილ ხუბუტიამ და ერთ-ერთი ნივთი 30 ათას ევროდ შეიძინა.
აუქციონზე შეგროვილი თანხა სტიქიის შედეგად დაზარალებულ თბილისელებს და თბილისის აღდგენას მოხმარდება. ეს მოსკოვიდან უკვე მეორე სერიოზული დახმარება იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები