გიორგი ქადაგიძე: ლარის კურსის მერყეობა ნორმალური პროცესია
ბოლო დროს ლარის კურსის გაუფასურების საკითხს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ლარის კურის მერყეობა ნორმალური პროცესია, რადგან ქვეყანაში მცურავი გაცვლითი კურსია.
„ რაც შეეხება იმას, თუ რატომ გაუფასურდა ლარი, ამაზე საკმაოდ ბევრი საუბარი იყო, ბევრი კომენტარი გაკეთდა. ჩვენ კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ ამაზე მომდევნო კვირაში, პარლამენტში როცა დაგვიძახებენ. იქ ყველა ამ საკითხზე დეტალურად ვისაუბრებ”, – აღნიშნა ქადაგიძემ.