თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული ფული აღმოაჩინეს

შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო – გამშვებ პუნქტ “თბილისის აეროპორტში” სტამბოლი-თბილისის რეისით ჩამოფრინდა იორდანიის მოქალაქე ს. გ. მ. ალ ქ., რომლის ხელბარგში, დათვალიერების შედეგად, მებაჟე – ოფიცრებმა არადეკლარირებული ფული – 70 000 აშშ დოლარი აღმოაჩინეს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, აღნიშნულ პიროვნებას სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა – 3000 ლარის ოდენობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები