რუსეთს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო, შესაძლოა, სანქციები დაუწესდეს

რუსეთს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო, შესაძლოა, სანქციები დაუწესდეს.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულება ორგანიზაციის წევრი ქვეყნებისთვის სავალდებულოა.
ევროპის საპარლამენტო ასამბლეის მინისტრთა კომიტეტი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესრულების მონიტორინგს ახორციელებს.
ქვეყანას, რომელიც დაკისრებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს, სანქციის სახით, პირველ ეტაპზე ფინანსური ჯარიმა დაეკისრება. ხოლო შემდგომ ორგანიზაციიდან გარიცხვა დაემუქრება.
რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებით კი, რუსეთს შეუძლია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ აღასრულოს, რადგან ის რუსეთის კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები