“2008 წლის აგვისტოში ადეიშვილმა თავისი ბინიდან დაცვის თანხლებით გამოიტანა ორი უზარმაზარი ჩემოდანი”

2008 წლის აგვისტოში ზურაბ ადეიშვილმა თავისი ბინიდან ავტომატიანი დაცვის თანხლებით, საკუთარი ხელით გამოიტანა ორი უზარმაზარი ჩემოდანი -ამის შესახებ პოლიტოლოგი პეტრე მამრაძე გაზეთ “ასავალ-დასავათან“ ინტერვიუში აცხადებს.
მამრაძეს დიდი ეჭვი აქვს, რომ ომის პერიოდში ადეიშვილი საკუთარი ქონების გადარჩენას ცდილობდა.
„ჩემმა ახლობელმა საკუთარი თვალით ნახა, 2008 წლის აგვისტოში, როდესაც თბილისში რუსეთის ტანკების შემოჭრას ელოდნენ, ზურაბ ადეიშვილმა თავისი ბინიდან ავტომატიანი დაცვის თანხლებით, საკუთარი ხელით გამოიტანა ორი უზარმაზარი ჩემოდანი! ამ ჩემოდნებში, როგორც ჩანს, იმდენად ძვირფასი რამ იდო, რომ ადეიშვილმა დაცვასაც კი არ ანდო, თვითონ ჩააწყო ჩემოდნები მანქანაში! ეს მოხდა ყოფილი ცაგერის, ამჟამად კი, დები იშხნელების ქუჩაზე, რომელიც შარტავასა და იოსებიძის ქუჩებს აერთებს. მაშინ იუსტიციის მინისტრ ადეიშვილს იქ ჰქონდა ბინა! ამ ფაქტს მთელი სამეზობლო შეესწრო, რადგან ორი ჯიპით, ავტომატებით შეიარაღებული ხალხის მივარდნა და პერიმეტრის გადაკეტვა დღისით-მზისით მოხდა! „კორუფციასთან მებრძოლი” მაღალჩინოსანი ასე არ ეზიდება ძვირფას ჩემოდნებს საკუთარი ბინიდან…” – აცხადებს პეტრე მამრაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები