„მარშრუტკების“ მძღოლები ამ კვირაში გაფიცვას იწყებენ?“

„მარშრუტკების“ მძღოლები ამ კვირაში გაფიცვას იწყებენ? – ამ სათაურით გაზეთი “კვირის ქრონიკა“ “საქართველოს მძღოლთა ასოციაციის“ თავმჯდომარესთან ნიკოლოზ კაჭკაჭურთან ინტერვიუს აქვეყნებს.
კაჭკაჭური აცხადებს, რომ თბილისის მიკროავტობუსების მძღოლები გაუსაძლის მდგომარეობაში იმყოფებიან.
“თბილისის მიკროავტობუსების მძღოლები გაუსაძლის მდგომარეობაში იმყოფებიან, რის გამოც მზადდება გაფიცვა. ეს იქნება ისეათი გაფიცვა, რომლის ფარგლებშიც ყველა მიკრავტობუსი გაჩერდება. ძალიან ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი. დავიწყოთ კონდიციონერებით -კომპანია რომ აცხადებს, 200 ათასი დახარჯაო კომპანიამ კონდიციონერების შესაკეთებლად, არ გაინტერესებთ, საიდან დახარჯა? – დახარჯა ისევ და ისევ მძღოლების ჯიბეებიდან. იმ თანხებით გაკეთებულმა კონდიციონერებმა, ორი-სამი დღე იმუშავა მხოლოდ, იმ ამბის მერე, მინიმუმ სამჯერ გააკეთებინეს მძღოლებმა კონდიციონერები საკუთარი ხარჯით“,-აცხადებს ნიკოლოზ კაჭკაჭური.
გაფიცვის თავიდან აცილების მიზნით, გეგმავს თუ არა კომპანია “თბილისის მიკროავტობუსი“ მძღოლებთან შეხვედრას და მათთან მოლაპარაკების გამართვას? – ამ კითხვის საპასუხოდ კომპანიაში აცხადებენ, რომ გაფიცვის გეგმის თაობაზე შეტყობინება მათთან არ შესულა.
“თუ გაფიცვას აპირებენ, კომპანია მიიღებს სათანადო ზომებს ამასთან დაკავშირებით, არსებობს სხვადასხვა ზომა, მათ შორის მძღოლთან ხელშეკრულების გაწყვეტაც“, -აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები