9 ივლისი

09:00
მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.
10:30
პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ადვოკატი გაგი მოსიაშვილი და მერაბ ჩიქოვანი პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: ლევან კორტავას საქმესთან დაკავშირერით სააპელაციო სასამართლოს განაჩენი. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23.
11:00
“პირველ პრესკლუბში” საგარეო საკითხებში ექსპერტი ნიკა ჩიტაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საბერძნეთში განვითარებული მოვლენები, ვლადიმერ პუტინის განცხადება პატიმრების არ გადმოცემასთან დაკავშირებით. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
11:00
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მსოფლიოში ცნობილი ინგლისურენოვანი სახელმძღვანელოს “მიკროეკონომიკის თეორია: ძირითადი პრინციპები და გავრცობა” ქართულ ენაზე თარგმანის პრეზენტაცია გაიმართება.
11:00
“ქორთიარდ მარიოტში”, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და USAID -ის მისიის დირექტორი საქართველოში სტეფან ჰაიკინი, USAID-ის პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის“(G4G) და ფინანსთა სამინისტროს ორგანიზებულ ღია დისკუსიას დაესწრებიან, რომელზეც ბიზნესის წარმომადგენლები საგადასახადო ადმინისტრირების კუთხით განხორციელებულ ცვლილებებს და გადამხდელთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილ სიახლეებს გაეცნობიან.
E1
11:00
პორტალ “კვირას” პრესკლუბში არასამთავრობო ორგანიზაციიის „პოზიცია“ ხელმძღვანელი გურამ ადამაშვილი პრესკონფერენციას გამართავს და სკანდალურ ინფორმაციას გაავრცელებს თუ რა მეთოდებით ცდილობს გიორგი ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალგაზრდების გადაბირებას. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23.
11:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში, ადვოკატი ზურაბ ჯორბენაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: განცხადება პროკურატურაში ადეიშვილისა და სააკაშვილის მიმართ მოსამართლეების მოსყიდვის თაობაზე.
11:30
“პირველ პრესკლუბში” ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში ვალერი გელბახიანი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
11:30
პორტალ “კვირას” პრესკლუბში თბილისის საკრებულოს წარმომადგენელი შალვა ოგბაიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების აკრძალვა საქართველოში. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.
11:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში, უფლებადამცველი კოტე ინაშვილი და ადვოკატი მირიან ნიკოლაძე ბრიფინგს გამართავენ. თემა: სამხარაულის ექსპერტიზა სააკაშვილის რეჟიმის დროს ე.წ. კოკაინის საქმეზე.

12:00
“პირველ პრესკლუბში” “მემარცხენე ალიანსის” ლიდერი კახა ძაგანია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტი. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:00
პორტალ “კვირას” პრესკლუბში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: საქველმოქმედო ღონისძიება „ყველა ქართველი – 13+“ სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23.
12:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში, პეკინის ქუჩის მაცხოვრებლები: ნინო ჭოტაშვილი, გიორგი ბერიძე და მარეხი გელაშვილი ბრიფინგს გამართავენ. თემა: პეკინის 23ა-ში დაგეგმილი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა, რომელიც კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს.
13:00
ეროვნული ბიბლიოთეკაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი, საქართველოს მასშტაბით 200-მდე გამორჩეულად წარმატებულ მოსწავლეს სასკოლო ოლიმპიადებსა და ინფორმატიკის ეროვნულ ტურნირში მოპოვებული გამარჯვებისთვის დააჯილდოებენ. მისამართი: გუდიაშვილის 7
16:30
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თსუ-სა და ისრაელის ფირმა „ნეტაფიმ-საქართველო“-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები