რეგიონალური თეატრების საერთაშორისო ფესტივალთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა

რეგიონალური თეატრების საერთაშორისო ფესტივალთან დაკავშირებით, დღეს, 12:00 საათზე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, პრესკონფერენცია გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ფესტივალის დირექტორი თენგიზ ხუხია და სამხატვრო ხელმძღვანელი ნინელი ჭანკვეტაძე უძღვებოდნენ.
როგორც მინისტრმა “კვირას” განუცხადა, ფესტივალს, რომელიც წელს პირველად ჩატარდება საქართველოში, ყოველწლიური სახე მიეცემა, რასაც მისივე თქმით, კულტურის სამინისტრო ხელს შეუწყობს.
“ფესტივალი ძალიან საინტერესო იქნება, ფესტივალი მაშინ არის ღირებული, როდესაც მას გარკვეული ტრადიცია გააჩნია და სწორედ ამ ტრადიციის უწყვეტობა უწყობს ხელს ფესტივალის, როგორც მასშტაბის, ისე მის ავტორიტეტის ამაღლებას წლიდან წლამდე. მინდა, მადლობა გადავუხადო ფესტივალის ორგანიზატორებსა და ფესტივალში მონაწილეებს და წარმატებები ვუსურვო”, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და ფონდ “დღეს” ინიციატივით, 15-25 ივლისს, ფოთში რეგიონალური თეატრების საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება. რეგიონალური თეატრების საერთაშორისო ფესტივალში როგორც საქართველოს, ასევე იტალიის, ბელორუსიის და პოლონეთის რეგიონალური თეატრები მონაწილეობენ.
ქართული და უცხოური თეატრის დასის წარმომადგენლები მაყურებელის წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარდგებიან. ფესტივალს სრულ საინფორმაციო მხარდაჭერას პორტალი “კვირა” უცხადებს.

10534733_841124265935849_6226968416385289682_n

10857789_841124262602516_4810644910595816104_n

11205029_841124199269189_7037754368766798065_n

11218057_841124752602467_1303255758900977649_n

11666317_841124749269134_3145502353038836781_n

11693851_841124389269170_2186224863568627674_n

11707678_841124272602515_4733102044670012888_n

11709261_841124369269172_4360468327672937847_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები