რუსული ბომბდამშენები აშშ-ს სიახლოვეს გამოჩნდნენ

ოთხი რუსული ბომბდამშენები „ტუ-95“ აშშ-ს სანაპიროს სიახლოვეს გამოჩნდა. „ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, ისინი შეერთებული შტატების სანაპიროსთან იმდენად ახლოს მიფრინდნენ, რომ განგაშის გამოცხადება და მათ შესაჩერებლად ავიაგამანადგურებლების გაგზავნა გახდა აუცილებელი.
პირველი ორი ბომბდამშენი ალასკის სიახლოვეს გამოჩნდა, დაახლოებით 30 წუთის შემდეგ კიდევ ორი თვითმფრინავი კალიფორნიის სიახლოვეს დააფიქსირეს.
ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ რუსული ბომბდამშენები საერთაშორისო საჰაერო სივრცეში იმყოფებოდნენ და აშშ-სა და კანადის საზღვარი არ გადაუკვეთავთ. მიუხედავად ამისა, ამერიკის საჰაერო ძალებში მაინც განგაში გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები