პროექტის „პიესა რუსთაველის თეატრისთვის“ – დრამატურგიული კონკურსის ფინალი გაიმართება
8 ივლისს, 12:00 საათზე, რუსთაველის თეატრის დარბაზში, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრალური ხელოვნების განვითარების ფონდისა და რუსთაველის თეატრის ერთობლივი პროექტის პირველი ნაწილის – დრამატურგიული კონკურსის ფინალი გაიმართება. კონკურსში 13 ავტორი მონაწილეობს და 17 პიესაა წარდგენილი.
დრამატურგები შეხვდებიან რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, რობერტ სტურუას, რომელიც დაასახელებს სამ შერჩეულ პიესას. კონკურსის მხარდამჭერი, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი, სამ გამარჯვებულ ავტორს, თითოეულ გადასცემს პრემიას 1000 ლარს.
პიესების ავტორები გაივლიან მასტერკლასებს რობერტ სტურუასთან. მასტერკლასების თარიღი დასახელდება შეხვედრაზე და მათზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. საუკეთესო პიესა /ან პიესები/დაიდგმება რუსთაველის თეატრის სცენაზე.
კონკურსში მონაწილე ავტორები არიან: დავით ხორბალაძე, თამარ მამულაშვილი, ლილე შენგელია, ალექსანდრე ლორთქიფანიძე, თიკო გაბელაია, სოფო ქელბაქიანი, ნანუკა სეფაშვილი, ქრისტინე ბებია, ნანა კობაიძე, ირაკლი ცხადაია, თამარ გელაშვილი, მარიამ მამალაძე, ირა კოხრეიძე.