07 ივლისი
10:00
NEW
ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის ბაზაზე, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში, III ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ნაკრები ასეულის გაცილების ცერემონიალი გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაეწრებიან. მისამართი: დაბა ვაზიანი, IV მექანიზირებული ბრიგადის ბაზა.
10:30
NEW
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება. თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
11:00
NEW
საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში, სახელმწიფო პროგრამის, „აწარმოე საქართველოში“ ერთი წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება.
11:00
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, მედიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ საგამოცდო ნაშრომების გასწორების პროცესს დაესწრონ. მისამართი: კოსტავას ქ. № 68 ბ საკონტაქტო პირი: თეიკო ანჯაფარიძე 577 50 09 35.
11:00
NEW
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლია ჯახველაძე, თბილისში გეოგრაფიული ობიექტების აღმნიშვნელი აბრების დიზაინის შესარჩევი კონკურსის თაობაზე ბრიფინგს გამართავს.
E1
11:00
NEW
„რეპორტიორის“ პრესკლუბში, გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი და გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრია ბრიფინგს გამართავენ. თემა: რამდენად არის დაცული სამშენებლო სექტორში სამუშაოს წარმოების დროს შრომის უსაფრთხოების ნორმები; სამშენებლო და სადემონტაჟო სამუშაოების დროს გარდაცვლილ პირთა სტატისტიკური მონაცემები.
11:30
“პირველ პრესკლუბში” „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის” გამგეობის თავმჯდომარე ლაშა გიორგაძე და იურისტი შოთა როსტომაშვილი პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის მანკიერი პრაქტიკა. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს-ცენტრი „დიდუბე პლაზა“, მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: შოთა როსტომაშვილი 577 05 61 17
11:30
NEW
„რეპორტიორის“ პრესკლუბში, მოძრაობა „ახალი რეალობისთვის” ხელმძღვანელი მერაბ შათირიშვილი,„ვეტერანთა და ძალოვან გაერთიანებათა“ ხელმძღვანელი გია ბერძენიძე და საზოგადოებრივი ორგანიზაცია „დედაქალაქელები ყველა უბანში“ ხელმძღვანელი ზაზა აგლაძე ბრიფინგს გამართავენ. თემა: ნინოწმინდის საზოგადოებრივ-პოლიტიკური პრობლემები.
12:00
NEW
ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივითა და დემოგრაფიული აღორძინების ფონდთან, გაეროს მოსახლეობის ფონდსა და აშშ საერთაშორისო დახმარების სააგენტოს დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის პროექტთან თანამშრომლობით, “დაბერების პოლიტიკა საქართველოში”, საკითხისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართება. თბილისი, კინოდარბაზი
12:00
ჯანდაცვის სამინისტროში, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია ბრიფინგს გამართავს. თემა: C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შუალედური შედეგები. მისამართი: წერეთლის 144
12:00
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ლიტერატურულ-შემეცნებითი კონკურსის “თაობა L” დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.
12:00
“პირველ პრესკლუბში” ექსპერტი საგარეო პოლიტიკის საკითხებში გიორგი რუხაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საბერძნეთში განვითარებული მოვლენები, საგარეო პოლიტიკური მდგომარეობის შეფასება. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:00
NEW
საქართველოს ეროვნულ ბანკში, ევროპის ХIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისადმი მიძღვნილი საკოლექციო დანიშნულების ვერცხლის მონეტის „თბილისი 2015“ პრეზენტაცია გაიმართება.
12:00
NEW
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, რეგიონალური თეატრების საერთაშორისო ფესტივალთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ფესტივალის დირექტორი თენგიზ ხუხია და სამხატვრო ხელმძღვანელი ნინელი ჭანკვეტაძე გაუძღვებიან.
12:00
NEW
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „სახალხო კრების“ ერთ-ერთი ლიდერი, აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: განხორციელებული და მოსალოდნელი საკადრო ცვლილებები უკრაინის ხელისუფლებაში; გოგი თოფაძე ელგუჯა ხოკრიშვილის წინააღმდეგ; კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე პროცესები – გავრცელებული ინფორმაცია შიდა დაპირისპირების შესახებ.
E1
12:30
NEW
„რეპორტიორის“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბიძინა გუჯაბიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: გოგი თოფაძე ელგუჯა ხოკრიშვილის წინააღმდეგ; განხორციელებული და მოსალოდნელი საკადრო ცვლილებები უკრაინის ხელისუფლებაში; კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე პროცესები – გავრცელებული ინფორმაცია შიდა დაპირისპირების შესახებ.
13:00
NEW
„ჰოლიდეი ინნ-ში“ „ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის“ ფარგლებში, საინიციატივო შეხვედრა გაიმართება, რომელზეც ქუთაისში მყარი ნარჩენების მართვის გარემოსთვის უსაფრთხო ინტეგრირებული სისტემის მოწყობასა და სამომავლო თანამშრომლობაზე იმსჯელებენ.
14:00
NEW
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N312
15:00
NEW
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება. თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N439
15:00
NEW
„თბილისი მარიოტში“, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში საშა გრუმანი „სასკოლო მზაობის პროგრამის“ პრეზენტაციას წარმოადგენენ.
16:00
NEW
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება. თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
16:00
NEW
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება. თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
16:00
NEW
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი სტაჟიორებს შეხვდება და მათთვის სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატების გადაცემას დაესწრება. თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი
08 ივლისი
10:00
„რედისონში“ ბიზნეს ასოციაციის „ქალები მომავლისთვის“ ორგანიზებითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით ფორუმი „ქალები მომავლისთვის“ 2015 გაიმართება. ფორუმის მხარდამჭერნი „თიბისი ბანკი“ და შპს „გამმა“ არიან.