დიდ ბრიტანეთში პრინცესა შარლოტას ნათლობა გაიმართა

დიდ ბრიტანეთში პრინცესა შარლოტას ნათლობა გაიმართა, რომელიც პრინც უილიამისა და ჰერცოგინია კეტრინის უმცროსი ქალიშვილია. ის 2015 წლის 2 მაისს დაიბადა.
ბავშვის ნათლიები უილიამის ახლო მეგობრები – ტომ ვან სტრაუბენზე და ჯეიმს მეიდი არიან, ასევე – კეიტის დიდი ხნის მეგობარი სოფი კარტერი და მათი ორი ნათესავი. ნათლობის ცერემონია კენტერბერიის არქიეპისკოპოსმა ჯასტინ უელბიმ ჩაატარა.
ბრიტანელმა ბლოგერებმა შარლოტას ცხოვრების ზოგიერთი ფეტალის გარკვევა შეძლეს. „მას ღამით სძინავს ჯორჯისგან განსხვავებით, რაც კეტრინისთვის, უდავოდ, დიდი შვებაა“, – გამოცემა „დეილი მეილი“ პრინც უილიამის სიტყვებს იმოწმებს. თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე, რომელიც გამოსვლებში თავშეკავებულია, ამჯერად შვილთაშვილის დაბადებით გამოწვეულ სიხარულს არ მალავდა: „ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ოჯახში კიდევ ერთი გოგო შეგვეძინა“, – აცხადებს დიდი ბრიტანეთის დედოფალი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები