კუმისში გაჩენილი ხანძრის გამო რამდენიმე ოჯახი უსახლკაროდ დარჩა
კუმისში გაჩენილი ხანძრის შედეგად 40-მდე სახლია დამწვარი. როგორც ადგილობრივები ახადებენ, ცეცხლი 8 უბანს გაუჩნდა.
„ცეცხლი 8 უბანს გაუჩნდა. თუ სადმე რამე ხის ნაგებობა იყო, ყველაფერი დაიწვა. სანამ სახანძრო ამოვიდა. წყალი ჩვენ არა გვაქვს, სახანძრო ჩვენ არ გვყავს, სასწრაფო ვერ ამოდის. სახლი არა მაქვს და მანქანაც დამეწვა“, – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის კუმისში ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა ადგილზე სამაშველო სამსახური მაინც რჩება, ვეტმფრენები კი მთლიან ტერიტორიაზე ხანძრის პატარ-პატარა კერებს ებრძვიან. ხანძარი კუმისში მდებარე აგარაკებს, კერძოდ კი კოტეჯებს დღეს გაუჩნდა. არსებული ინფორმაციით, ერთ- ერთი მოქალაქე ეზოში ნაგავს წვავდა, რა დროსაც ვითარების გაკონტროლება ვერ შეძლო. ხანძარი იმდენად მასშტაბური იყო, რომ ცეცხლს 15 სახანძრო ბრიგადა და 100-მდე მაშველი ებრძოდა, ცეცხლის ლიკვიდაციის პროცესში ჩართული იყო ვეტმფრენებიც. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის. ორი ადამიანის გამოყვანა მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან უვნებლად მოახერხეს.