კუმისში ცეცხლს 15 სახანძრო ბრიგადა და 100 -მდე მაშველი ებრძვის
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, კუმისში სადაც ხანძარი გაჩნდა 15 სახანძრო ბრიგადა და 100 მდე მაშველია მობილიზებული. როგორც “კვირას” სააგენტოში განუცხადეს, ცეცხლი აგარაკებს, კერძოდ, კი კოტეჯებს უკიდია. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულის შედეგად არავინ დაშავებულა. არსებული ინფორმაციით ერთ-ერთი მოქალაქე სახლის ეზოში ნაგავს წვავდა და ვითარების გაკონტროლება ვერ შეძლო.
წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის. ორი ადამიანის გამოყვანა მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან უვნებლად მოახერხეს.
ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები.
როგორც “კვირას” სასწრაფოს პრესსამსახურში განუცხადეს, ერთი ადამიანი, რომელსაც მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება, გადაყვანილია საავადმყოფოში.