“კუმისში საცხოვრებელი სახლები იწვის – არიან დაშავებულებიც”

ამ წუთებში კუმისში 40-მდე საცხოვრებელი სახლი იწყვის. ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები არიან სახანძრო, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
საცხოვრებელ სახლებთან ერთად ცეცხლმა ინფრასტრუქტურად დააზიანა.
როგორც “კურიერის” ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება არიან დაშავებულები, მათ შორის არის ფეხმძიმე გოგო, რომლის გადარჩენაც მოხერხდა, თუმცა ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
დაშავებულების შესახებ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებენ სამაშველო სამსახურში.
დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელ სახლებს მას შემდეგ გადაედო, რაც ერთ-ერთი მოქალაქე საცხოვრებელი სახლის ეზოში ნაგავს წვავდა და ვითარების გაკონტროლება ვერ შეძლო. “კვირა” დამატებით ინფორმაციას მომხდართან დაკავშირებით მოგვიანებით გაავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები