პატრიარქი დავით სერგეენკოს მიმართავს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს მიმართავს.
პატრიარქი აცხადებს, რომ მშობიარე ქალების საკითხს ჯანდაცვის მინისტრმა მეტი ყურადღება დაუთმოს.
მისივე თქმით, ჯანდაცვის მინისტრმა ბევრი გააკეთა და ბევრს აკეთებს ხალხისთვის.
“ეს იმის ნიშანია, რომ არ არის სათანადო ყურადღება. დიდი მადლიერებით მინდა ვთქვა, რომ ჯანდაცვის მინისტრმა ბევრი გააკეთა და ბევრს აკეთებს ხალხისთვის, მაგრამ ალბათ უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ მშობიარე დედებს. ამ ბოლო დროს გახშირდა შემთხვევები, როცა დედა მკვდარ შვილს შობს”, – განაცხადა პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები