ქუთაისში 5200 აბონენტს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ქუთაისში, 5200 აბონენეტს დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ კომპანია „ენერგო პრო ჯორჯიას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. ამავე განცხადების თანახმად, შეზღუდვა 10:00 საათიდან 17:00 საათამდე იმოქმედებს.
„110/35/6 კვ ქვესადგურში “სათაფლია” დაგეგმილი პროფილაქტიკურ სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება ირაკლი აბაშიძის, ბუხაიძის, ბუხაიძის მე-2 მიკრო-რაიონს, შარტავას, გამარჯვების, ზვიად გამსახურდიას, გრიბოედოვის, ლენინაკანის, მეველის, ჯავახიშვილის, შერვაშიძის, 9 აპრილის და მიმდებარე ქუჩებსა და შესახვევებს. საერთო ჯამში, დაახლოებით 5200 აბონენტს ქუთაისში. ელექტროენერგიის მიწოდება ამავე პერიოდში შეუწყდება წყალტუბოს რაიონის სოფელ ბანოჯის 620 მომხმარებელსაც.
აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით პროფილაქტიკურ სამუშაოებს კომპანია სისტემატურად ატარებს ყველა მაღალი ძაბვის ქვესადგურში“,-ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები