ზურაბ გურიელიძე: ზოოპარკის გარეთ არც ერთი მტაცებელი ცხოველი აღარ დადის
დღეს დილით „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპოვნი ვეფხვის ლეში თბილისის ზოოპარკს ეკუთვნის, – ამის შესახებ „კვირას“ ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, ცხოველის იდენტიფიკაცია მოხდა და დასტურდება, რომ აღნიშნული მართლაც ზოოპარკს ეკუთვნის.
ამასთან, როგორც გურიელიძე განმარტავს, ზოოპარკის გარეთ არც ერთი მტაცებელი ცხოველი აღარ დადის.