უკრაინაში დაღუპული მებრძოლი თბილისში ჩამოასვენეს
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი კონსტანტინე ლაშხია თბილისში, გვიან ღამით ჩამოასვენეს.
ცხედარს აეროპორტში, ოჯახის წევრებისა და ახლობლების გარდა, უკრაინის საელჩოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, “ნაციონალური მოძრაობისა” და „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენლები დახვდნენ. კონსტანტინე ლაშხია მარიუპოლთან სანაპიროზე დამხრჩვალი რამდენიმე დღის წინ იპოვეს. ის უკრაინაში 2014 წლიდან მემარჯვენე სექტორის მერვე ბატალიონში მსახურობდა და არაერთ საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობდა. გარდაცვლილს ფეხმძიმე მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა.