დავით ნარმანიამ დედაქალაქში განათებული ობიექტები დაათვალიერა (ფოტოკოლაჟი)

დედაქალაქის მასშტაბით “სინათლის ქალაქი” ახალ მხატვრულ მინათებებს ამონტაჟებს. მინათებები უკვე დამონტაჟებულია მეტეხის, გალაქტიონისა და მშრალ ხიდებზე, აგრეთვე, ბარათაშვილის ხიდის პანდუსზე. განათებულ ობიექტებს შორისაა, ასევე, თავისუფლების მოედანზე არსებული წმინდა გიორგის მონუმენტი, გულუას ქუჩა, მშრალ ხიდთან არსებული გამოფენის ტერიტორია. განათდა, აგრეთვე, მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე არსებული რამდენიმე კლდე.
განათებული ობიექტები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მერის მოადგილემ გიორგი სოლომონიამ, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ და “სინათლის ქალაქის” დირექტორმა ვასილ ხორავამ დაათვალიერეს. ისინი მეტეხის, გალაქტიონის, ბარათაშვილისა და მშრალ ხიდებზე იმყოფებოდნენ, რის შემდეგაც რიყეზე საბაგიროს ახლადგანათებული შენობა დაათვალიერეს.
დავით ნარმანიას თქმით, “სინათლის ქალაქის” მხატვრული მინათების სამსახურმა ინტენსიურად იმუშავა ქალაქში სხვადასხვა ობიექტის მინათებაზე, რის შედეგადაც ღამის თბილისი უფრო მეტად მიმზიდველი გახდა არა მხოლოდ თბილისელებისთვის, არამედ დედაქალაქის სტუმრებისთვისაც.
“სინათლის ქალაქის” დირექტორის, ვასილ ხორავას თქმით, ყოველდღიურად ქალაქში სულ უფრო მეტი ობიექტი განათდება. “სინათლის ქალაქი” თბილისში არსებული სხვადასხვა ობიექტების განათებას კვლავაც აქტიურად გაარგძელებს, რათა ღამის თბილისი დედაქალაქელებისთვის და მისი სტუმრებისთვის კიდევ უფრო საინტერესო გახდეს”, – განაცხადა მან.
ამ დროისთვის დედაქალაქში 330 ობიექტია განათებული და კიდევ რამდენიმე პროექტის განხორციელება იგეგმება. მათ შორის, განათდება ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე არსებული ხიდი და კახეთის გზატკეცილზე არსებული გზაგამტარი.

11222173_529950820492618_1321772739832857770_n

11403000_529950777159289_4173567887845791640_n

11695007_529950780492622_5897217133178393714_n

11700874_529950567159310_8547219953082495142_n

11707662_529950807159286_5044090490821337302_n

11709405_529950563825977_8453800482431072788_n

11709773_529950770492623_8565755871390058785_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები