შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის დანაყოფებმა მონაწილეობა მიიღეს აქციაში “გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე”
შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 400-მდე, სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის 100-მდე და ამავე ცენტრის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა, აქციის ფარგლებში – „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“, სისხლი გაიღეს.
აქციაში ჩაერთნენ შსს-ს სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი ბონდო ოჩიგავა, სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის დირექტორი ზურაბ ზურაბიშილი, სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ადმინისტრაციის უფროსი რუსუდან კასრაძე, სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სხვა წარმომადგენლები.
შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის დანაყოფები რეგულარულად იღებენ მონაწილეობას მსგავს ღონისძიებებში და მომავალშიც გააგრძელებენ, რათა დახმარება გაეწიოთ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს და სისხლის დეფიციტი შემცირდეს.