ტუნისის პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

 

ტუნისის პრეზიდენტმა ბეჯი კაიდ ეს-სებსიმ გასულ კვირას ქალაქ სუსესთან მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ სააგენტო „ფრანს პრესი“ იუწყება.
ტუნისის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტერორისტული შეტევა 26 ივნისს მოხდა. ადგილობრივმა სტუდენტმა 40 უცხოელი ტურისტი პლაჟზე დახვრიტა. თავდამსხმელი პოლიციამ მოკლა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯფუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ შეიარაღებულ ძალებს და პოლიციას მეტი უფლება მიეცა. მანამდე საგანგებო მდგომარეობა ტუნისში 2011 წელს გამოცხადდა, როდესაც პრეზიდენტ ზინ ალ-აბიდინ ბენ ალის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. ეს რეჟიმი მხოლოდ 2014 წლის მარტში გააუქმეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები