გიორგი მღებრიშვილი: უჩა ნანუაშვილი თავისი ნოვაციური აღმოჩენებით გვაოცებს

ჩვენ ვდგავართ თითოეული ადამიანის ღირსების სადარაჯოზე, – ასე გამოეხმაურა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის ანგარიშს.
როგორც ნანუაშვილმა ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, ომბუდსმენის აპარატის მონიტორნიგის ჯგუფმა, სასჯელაღსრულების ერთ-ერთ დაწესებულებაში, პატიმრების მიმართ ღირსების შემლახავი მოპყრობა დააფიქსირა.
გიორგი მღებრიშვილი კი ამბობს, რომ იგი გაოცებულია სახალხო დამცელის ნოვაციური აღმოჩენებით და დასძენს, რომ პატიმრების მიმართ ღირსების შემლახავ მოპყრობასთან დაკავშირებით ინფორმაცია სამინისტროში არ ფიქსირდება.
“ყოველთვის ვამბობდი და განვმეორდები, რომ ობიექტური კრიტიკა ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია, აბსოლუტურად მისაღებია არგუმენტირებული რეკომენდაციები, რასაც აუცილებლად გავითვალისწინებთ. რაც შეეხება, ადამიანის ღირსების შემლახავ მოპყრობებს, რაზეც საუბარი იყო პარლამენტში, ასეთი ტიპის განცხადება ჩვენს სამინისტროში საერთოდ არ შემოსულა, ერთიც კი არ ფიქსირდება. ვთქვი, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ თუ რამე გააკეთა მსჯავრდებულებისთვის, გააკეთა ის, რომ დაუბრუნა მათ ღირსება და არა იმიტომ, რომ ის უკან წავართვათ. ჩვენ ვდგავართ თითოეული ადამიანის ღირსების სადარაჯოზე”, – განაცხადა გიორი მღებრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები