პრემიერმა “დინამოსა” და “გაბალას” მატჩის შემდეგ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შს სამინისტროს მიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თბილისის “დინამოსა” და აზერბაიჯანის “გაბალას” მატჩის შემდეგ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და შს სამინისტროს მიმართა.
როგორც “კვირას“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ირაკლი ღარიბაშვილი ხაზს უსვამს საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ სახელმწიფო არავის მისცემს პროვოკაციული ქმედებების უფლებას, რომლებიც ამ ურთიერთობის წინააღმდეგ არის მიმართული.
“ჩვენთვის ძალიან ძვირფასია მეგობრული ურთიერთობა აზერბაიჯანის სახელმწიფოსა და აზერბაიჯანელ ხალხთან. აზერბაიჯანი საქართველოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. მე, როგორც საქართველოს მთავრობის მეთაური, კატეგორიულად ვაცხადებ, რომ სახელმწიფო არავის მისცემს უფლებას, მსგავსი სახის პროვოკაციული ქმედებებით ჩრდილი მიადგეს ჩვენს ურთიერთობებს სტრატეგიულ პარტნიორ და მეგობარ აზერბაიჯანთან. მე უკვე მივმართე შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეისწავლოს, ჰქონდა თუ არა ადგილი გავრცელებულ ინფორმაციაში მოყვანილ ფაქტებს და, დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში, მოახდიონოს შესაბამისი რეაგირება კანონის სრული დაცვით”,- ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.
თბილისის “დინამოსა” და აზერბაიჯანის “გაბალას” შორის შეხვედრა 2 ივლისს გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები