ბაგებში ახალი საცხოვრებელი კომპლექსი „მეტრა პარკი“ გაიხსნა

თბილისის ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი საცხოვრებელი კომპლექსის, „მეტრა პარკის“ გახსნას დაესწრო. „მეტრა პარკი“ 20 საცხოვრებელ კორპუსს აერთიანებს. აქედან, 18 სახლი უკვე აშენებულია. მოწყობილია გარე საკომუნიკაციო ქსელები. კომპლექსი ასევე მოიცავს რეკრეაციულ და საზოგადოებრივ სივრცეებს. დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კომპლექსი აერთიანებს საშუალო სიმაღლის შენობებსა და რეკრეაციული სივრცეებს. ვიცე- მერის ინფორცმაციით „მეტრა პარკში“, კომპანიის წარმომადგენლების გადაწყვეტილებით, 13 ივნისს სტიქიით დაზარალებულ ერთ-ერთ ოჯახს საცხოვრებელი ბინა გადაეცა. „მეტრა პარკის“ მშენებლობა სრულად 2016 წელს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები