თამაზ ელიზბარაშვილი მამუკა ხაზარაძეს ბოდიშს უხდის

ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი “თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელს მამუკა ხაზარაძეს „ასავალ-დასავალში„ გამოქვეყნებული სტატიის გამო ბოდიშს უხდის.

როგორც ელიზბარაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მას პრეტენზია “თიბისი ბანკთან” იმის გამო ჰქონდა, რომ დაზარალებულებთან სესხებზე დავალიანების გამო შეტყობინებები იგზავნებოდა, ბანკის მიერ დაზარალებულთათვის დაწესებული შეღავათების შესახებ კი ინფორმირებული არ იყო.

ელიზბარაშვილის თქმით, პირადად მამუკა ხაზარაძე მას საერთოდ არ უხსენებია და წუხს, რომ გაზეთმა მამუკა ხაზარაძე არასწორ კონტექსტში ახსენა.

ამასთან, ელიზბარაშვილი “თიბისი ბანკს” და მამუკა ხაზარაძეს დაზარალებულთათვის დაწესებული შეღავათებისთვის მადლობას უხდის, რომელიც მათთვის სესხების პატიებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები