ბაქოში ერთმა სიგარეტმა მთელი ოჯახი დაღუპა

ბაქოში, გობუს დასახლებაში ტრაგედია მოხდა, რომელსაც მთელი ოჯახი ემსხვერპლა. 1news.az-ის ინფორმაციით, ბუნებრივი აირის მილის დაზიანების შედეგად საცხოვრებელი სახლი გაზით გაივსო და როდესაც მამაკაცმა დილით სიგარეტს მოუკიდა, ძლიერი აფეთქება მოხდა.
ცოლ-ქმარმა და მათმა ორმა შვილმა დამწვრობა მიიღეს, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ, ექიმების ყველა მცდელობის მიუხედავად, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. აბშერონის რაიონის პოლიციაში გამოცემა 1news.az-ს მომხდარის სხვა დეტალები არ შეატყობინეს.

11714255_10204228562825878_1669420537_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები