2 ივლისი

06:30
2015 წლის საგამოცდო ტესტებს, ეროვნული ბანკის საცავიდან საგამოცდო ცენტრებში გადაიტანენ. პროცესს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძე დაესწრება.
08:00
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყება, რომლსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებულ საგამოცდო ცენტრში დააკვირდება. მისამართი: კოსტავას ქ. 77 ; VI კორპუსი
09:00
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით მედიისათვის განცხადებას გააკეთებენ. (ტექნიკური უნივერსიტეტი, VI კორპუსი). საკონტაქტო პირი: თეიკო ანჯაფარიძე 5 77 500 935.
10:00
“თიბისი გალერეაში” ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საქართველო-იტალიის პირველ ენერგეტიკულ ბიზნეს ფორუმს გახსნის. მისამართი: მარჯანიშვილის ქ.7
10:30
პორტალ „კვირას“ პრესკლუბში არასამთავრობო ორგანიზაციის „პოზიცია“ ხელმძღვანელი გურამ ადამაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: 13 ივნისის სტიქია და უკანონო მშენებლობები ვერეს ხეობაში. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.
E1
11:00
ტამიშის დესანტის მოგერიების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ირაკლი შიხიაშვილი ვეტერანებთან ერთად გვირგვინით შეამკობს.
11:00
პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ემზარ ჯგერენაია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ვერეს ხეობის განვითარების გეგმა და „ქართული მანჰეტენის“ პროექტი; სტიქია და მერის პასუხისმგებლობის საკითხი. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.
11:30
“პირველ პრესკლუბში” თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი გულიკო ზუმბაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: სტიქიით დაზარალებულთა დაკმაყოფილება, რეგისტრაცია საბავშვო ბაღებში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის შოთა რუსთაველის სახელის მინიჭება. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
11:30
პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საკრებულოს „რესპუბლიკელი“ წევრი დავით ზურაბიშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: თბილისის მერიის პროექტი სტიქიით დაზარალებულთა დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით; დავით ნარმანიას იმპიჩმენტის საკითხი. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.
12:00
“პირველ პრესკლუბში” არასამთავრობო ორგანიზაციები “სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი“, “სამოქალაქო აქტივობის კლუბი“ და “სამოქალაქო ფრონტი“ პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: 13 ივნისის სტიქიის დროს განვითარებული მოვლენები და სახელმწიფოს მუშაობა აღნიშნული მიმართულებით. მისამართი: წერეთლის გამზირი №116, ბიზნეს ცენტრი „დიდუბე პლაზა“, მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: შოთა როსტომაშვილი 577 05 61 17

12:00
კლინიკა „ლანცეტის“ გვერდით, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სიმულაციის ცენტრს გახსნის. მისამართი: აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი.
12:00
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სან დიეგოს (აშშ) სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პრორექტორი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ნენსი მარლინი საჯარო ლექციას წაიკითხავს.
14:00
“რედისონში” “ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოში 1991-2014” პრეზენტაცია გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები