„ვეფხვისა და მოყმის“ ძეგლთან მიკროავტობუსი სატვირთოს შეეჯახა, სატვირთო კი – მსუბუქ ავტომანქანას

თბილისში, „ვეფხვისა და მოყმის“ ძეგლთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
#34 მიკროავტობუსი სატვირთო ავტომანქანას შეეჯახა, რის შემდეგაც ავტომანქანა მსუბუქ მანქანას დაეჯახა.
მგზავრებმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს. ამ დროისთვის ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.
#34 სამარშრუტო ტაქსი, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით გადაადგილდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები