რუსეთის საოკუპაციო ძალებმა აფხაზეთში უახლესი ჯავშანტრანსპორტიორები მიიღეს

რუსულმა საოკუპაციო ძალებმა აფხაზეთში უახლესი ჯავშანტრანსპორტიორები მიიღეს. სააგენტო „სპუტნიკის“ ცნობით, საუბარია 25 ერთეულ БТР-82А-ს ტიპის საბრძოლო მანქანებზე.
БТР-82А არის БТР-80А-ის მოდერნიზებული ვერსია. ის ტყვიამფრქვევის ნაცვლად 30-მილიმეტრიანი ავტომატური ქვემეხით და 7,62-მილიმეტრიანი ტყვიამფრქვევით არის შეიარაღებული.
სამხრეთ სამხედრო ოლქის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ბაზაზე ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ 20 ამ ტიპის ჯავშანტრანსპორტიორის მიწოდება იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები