საქართველო დედამიწაზე დაკვირვების ჯგუფის წევრი გახდა

    დედამიწაზე დაკვირვების ჯგუფი კოორდინაციას უწევს დედამიწაზე გლობალური დაკვირვების სისტემის შექმნას. 10- წლიანი დაკვირვების გეგმის საფუძველზე, მათი მიზანი და მოსალოდნელი სარგებელი საქმიანობის ცხრა პრიორიტეტულ სოციალურ სფეროდ იყოფა: კატასტროფები, ჯანმრთელობა, ენერგია, კლიმატი, წყალი, ამინდი, ეკოსისტემები, სოფლის მეურნეობა, ბიომრავალფეროვნება. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრთა სამიტის მაღალი რანგის მე-10 და პლენარული სესიის შეხვედრა ჟენევაში, 2014 წლის იანვარში შედგა და საქართველო 90-ე ქვეყნად გაწევრიანდა. საქართველოს მხრიდან მოლაპარაკებებს დაესწრო და სიტყვით გამოვიდა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო შარაშიძე. მხარეები შემდგომი ეტაპისთვის (2015-2025) ათწლიანი გეგმის შემუშავებაზე შეთანხმდნენ, რომელშიც განსაზღვრულია GEOSS-ის (Global Earth Observation System of Systems დედამიწაზე გლობალური დაკვირვების სისტემათა სისტემის) ხედვა. „გეოპორტალის” მეშვეობით, უზრუნველყოფილია წვდომა ინტერნეტმონაცემებზე. მომხმარებელს საშუალება აქვს, გაეცნოს და გამოიყენოს სანდო და უახლესი ინფორმაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები