კანადამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

კანადის მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სავიზო და ეკონომიკური სანქციების შემოღების შესახებ განაცხადა. ამ სიაში რუსეთის სამი მოქალაქე და 14 იურიდიული პირი მოხვდა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის სტივენ ჰარპერის განცხადებაში ნათქვამია, რომ დამატებითი სანქციები უკრაინაში არსებულ სიტუაციასთან არის დაკავშირებული.
სანქციების სიაში ახალგაზრდობის ევრაზიული გაერთიანების ხელმძღვანელები – ალექსანდრე დუგინი, პაველ კანიშევი და ანდრეი კოვალენკო მოხვდნენ. გარდა ამისა, სიაში შეყვანილია რუსული კომპანიები: „გაზპრომი“, „გაზპრომ ნავთობი“, სურტუტნეფტეგაზი“ და „ტრანსნეფტი“. სანქციები შეეხო ასევე Marshall Capital-ის ფონდს და მოტოკლუბ „ღამის მგლებს“, ასევე რამდენიმე სხვა კომპანიას. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ რუსეთის მთავრობაში და პარლამენტში გაისმა მოწოდება კანადის წინაარმდეგ საპასუხო სანქციების დაწესების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები