იემენის დედაქალაქში ტერაქტის შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა და 35 დაიჭრა

28 ადამიანი დაიღუპა და 35 დაიჭრა იემენის დედაქალაქ სანაში მომხდარი ტერაქტის შედეგად. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯფუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. შესაბამისი განცხადება მათ ინტერნეტის მეშვეობით გაავრცელეს. ამ ინფორმაციის მიხედვით თავდასხმის მიზანი ამბოხებული ხუსიტების კონტროლის ქვეშ არსებული ადმინისტრაციული შენობები იყო. ბომბი ავტომობილში იყო დამონტაჟებული, რომელიც ტერორისტებმა სამხედრო ჰოსპიტალთან გააჩერეს. თავდახმის შედეგად ბევრი ქალი და ბავშვია დაშავებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები