ინდონეზიაში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი სასტუმროს დაეცა – დაღუპულია ათობით ადამიანი

ინდონეზიის შეიარაღებული ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Hercules C-130 კუნძულ სომატრაზე, ქალაქ მედანთში სასტუმროსა და საცხოვრებელ კვარტალს დაეცა. „სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, სულ მცირე 30 ადამიანია დაღუპული. ინდონეზიის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს.
მედანი, სადაც ავიაკატასტროფა მოხდა, ინდონეზიაში სიდიდით მესამე ქალაქია. თვითმხილველების ცნობით, თვითმფრინავი სასტუმროზე დაცემამდე ჰაერში აფეთქდა. სასტუმროს გარდა, C-130-მა ორი საცხოვრებელი სახლიც დააზიანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები