ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის სიახლოვეს ტყე იწვის

უკრაინაში, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის სიახლოვეს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უკვე მეორე ხანძარი გაჩნდა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციათა სამსახურში განაცხადეს, რომ ხანძარი დაახლოებით 130 ჰექტარის ფართობზე არის გავრცელებული. ატომური სადგურის გარშემო 30 -კილომეტრიანი ზონა რადიაქტიურად დაბინძურებულია და ის საცხოვრებლად უვარგისია. ამ ადგილას ხანძრის შედეგად ატმოსფეროში შეიძლება საშიში რადიაცია მოხვდეს.
ხანძრის ჩაქრობაში 24 ერთეული ტექნიკა და 117 მეხანძრე მონაწილეობს. აქვე გახსნილია მობილური შტაბი, საიდანაც ოპერაციის მართვა მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ ამავე ტყეში ხანძარი 28 აპრილსაც გაჩნდა. მისი ჩაქრობა მხოლოდ 2 მაისს მოხერხდა. მაშინ ხანძრის ლოკალიზება რადიაქტიული ნარჩენების სამარხიდან მხოლოდ 5 კილომეტრში მოხერხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები