სამხრეთ კორეაში MERS-ის ვირუსით 33 ადამიანი გარდაიცვალა

სამხრეთ კორეაში MERS-ის ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 33-ს მიაღწია. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მთლიანად ქვეყანაში ამ საშიში ვირუსით 182 ადამიანია დაავადებული, ხოლო 2 600 სახლის კარანტინის ქვეშ იმყოფება.
სამხრეთ კორეაში MERS-ის ვირუსის ეპიდემია უკვე ერთ თვეზე მეტია მძვინვარებს. ამ ქვეყანაში ის ახლო აღმოსავლეთიდან დაბრუნებულმა მოქალაქემ ჩაიტანა. MERS-ის ვირუსის პირველი შემთხვევები 2012 წელს საუდის არაბეთში დააფიქსირეს. 2015 წლისთვის კი ამ დაავადებით უკვე 23 ქვეყნის მოქალაქე იყო ინფიცირებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები