ნალჩიკში ორი „ბოევიკია“ ლიკვიდირებული

რუსეთის ქალაქ ნალჩიკში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ორი „ბოევიკია“ ლიკვიდირებული. ყაბარდო-ბალყარეთის სამართალდამცველი ორგანოების ინფორმაციით, „ბოევიკებმა“ ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს. მანამდე ქალაქში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი იყო შემოღებული.
„ბოევიკები“ ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს თავს აფარებდნენ. როდესაც დანებება შესთავაზეს, მათ ცეცხლი გახსნეს. ოპერაციის შედეგად ორივე „ბოევიკი“ ლიკვიდირებული იყო“, – განუცხადეს „რია-ნოვოსტის“ ნალჩიკის სამართალდამცველ უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები