უკრაინაში პრორუსმა „ბოევიკებმა“ ეუთოს მისიის წარმომადგენლებს ცეცხლი გაუხსნეს

პრორუსმა „ბოევიკებმა“ აღმოსავლეთ უკრაინაში დასახლებულ პუნქტ ბეზიმიანოესთან ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ სააგენტო „უნიანი“ იტყობინება. ამასთანავე, სააგენტოს ცნობით, პრორუსმა სეპარატისტებმა ამაში უკრაინელი სამხედროები დაადანაშაულა. უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბში განაცხადეს, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები ცეცხლის ქვეშ მაშინ მოხვდნენ, როდესაც ქალაქ ნოვოაზოვსკიდან დასახლება ბეზიმაინოესთან მიდიოდნენ.
„უკრაინის შეიარაღებული ძალები ამ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობას ვერ მიიღებდნენ, ვინაიდან ეს ადგილი უკრაინის ჯარის პოზიციებიდან დაახლოებით 10 კილომეტრში მდებარეობს, ხოლო 82-მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნები ამ მანძილზე ვერ ისვრიან. რაც შეეხება 120- მილიმეტრიან ნაღმმტყორცნებს, ის მინკის შეთანხმებების მიხედვით, უკრაინის ძალებმა წინა ხაზიდან გაიყვანეს“, – ნათქვამია ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები