იაპონიაში, მატარებელში მომხდარი ინციდენტის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

იაპონიაში, მატარებელში ერთ-ერთმა მგზავრმა საწვავი გადაისხა და შემდეგ ცეცხლი მოიკიდა. ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ორმა მძიმე ხარისხის დამწვრობა მიიღო. მთლიანად ინციდენტის შედეგად 20 ადამიანი დაშავდა. სააგენტო „კიოდოს“ ინფორმაციით, შემთხვევა ტოკიოს და ოსაკას შორის მოძრავ ჩქაროსნულ მატარებელში მოხდა. სამართალდამცველების ვარაუდით, საქმე გვაქვს თვითმკვლელობასთან.
ასევე რამდენიმე თვითმხილველმა იმ ვაგონში, სადაც ხანძარი გაჩნდა, აფეთქების ხმაც გაიგო. ტოკიოსა და ოსაკას შორის მოძრაობა რამდენიმე საათით ორივე მიმართულებით გაჩერებული იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები