ილჰამ ალიევმა მეუღლე – მეჰრიბან ალიევა ჰეიდარ ალიევის ორდენით დააჯილდოვა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თავისი მეუღლე, ქვეყნის პირველი ლედი მეჰრიბან ალიევა აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის ორდენით დააჯილდოვა.
როგორც ილჰამ ალიევის ბრძანებულებაშია მითითებული, მეჰრიბანს ეს ჯილდო კულტურის, სპორტის, განათლების და ჯანდაცვის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა. ასევე – საერთაშორისო მასშტაბით აზერბაიჯანელი ხალხის კულტურული მემკვიდრეობის პროპაგანდისთვის და პირველი ევროპული თამაშების ორგანიზებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის. ალიევას დაჯილდოების ცერემონია აზერბაიჯანელ სპორტსმენებთან, ასევე მწვრთნელებთან და ქვეყნის სპორტულ საზოგადოებასთან შეხვედრისას გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები